Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ვიქტორ ნოზაძე – 130

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება“ ა/წ. 7-8 დეკემბერს გამართავენ ცნობილი ქართველი მოღვაწისა და რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის, 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

    კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

    სამუშაო ენა: ქართული.               

    რეგლამენტი:

    მოხსენება – 15 წუთი;

    მსჯელობა – 5 წუთი;

    მნიშვნელოვანი თარიღები:

    კონფერენციის ჩატარების თარიღი:  7-8 დეკემბერი, 2023

    თეზისების მიღების ვადა: 15 ნოემბერი, 2023

    სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში „ვიქტორ ნოზაძე - 130).

    საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

    ელ.ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge

    თეზისების გაფორმების წესი:

    ფონტი: Sylfaen
    ზომა: 12
    ინტერვალი: 1,5
    მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)